H&M-ი: მაღაზიის გრანდიოზული გახსნა „გალერია თბილისში“

© Sputnik / Alexander Imedashviliქალის ტანსაცმელი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში
ქალის ტანსაცმელი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღაზიის გახსნაზე პირველი, მეორე და მესამე სტუმარი 200, 100 და 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდნენ. მომდევნო 1000 მომხმარებელს კი H&M-ის 30-ლარიან სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თავისუფლების მოედანზე მდებარე „გალერია თბილისში“ H&M-ის მაღაზია გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაცია H&M-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

H&M-ის  მაღაზია  თბილისში 16 ნოემბერს გაიხსნა, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით დახურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ოფიციალურად კი მაღაზია დღეს, 18 ნოემბერს გაიხსნა.

„რიგში მდგომი პირველი, მეორე და მესამე სტუმარი დაჯილდოვდება 200, 100 და 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით. მომდევნო 1000 მომხმარებელი კი H&M-ის 30-ლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებს. და ეს ყველაფერი არ არის! რიგში მდგომი პირველი 1000 ვიზიტორი H&M-ის ნაჭრის ჩანთით (Limited Edition) დასაჩუქრდება. გახსნის დღეს მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზება – 20%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება H&M-ის სამყაროში!“, — ნათქვამია განცხადებაში.

ელენე კაპანაძე - Sputnik საქართველო
ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ELLI - Georgian Designer

H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანიაა, რომელიც 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes-ი ერქვა, რაც შვედურად "ქალის"-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ი მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტ მაღაზია ს ფლობს.

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში" H&M-ის გარდა, Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა ბრენდები იქნება წარმოდგენილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0