თბილისის ქუჩებში ათასობით მარათონელი გამოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილიდან თბილისში ცენტრალური ქუჩები გადაიკეტა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ათასობით მოხალისე მონაწილეობს თბილისის საქველმოქმედო მარათონში (Tbilisi Marathon), რომელიც საქართველოს დედაქალაქში უკვე მეექვსედ ტარდება, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

გარბენი დილის 08:30 საათზე დაიწყო რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გინმაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან. მარათონი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრეში ჩატარდება.

დედაქალაქის ცენტრალური გზები დილიდან გადაკეტილია, საზოგადოებრივ წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავს.

17 ოქტომბერს თბილისის მერიამ ღონისძიების ორგანიზატორებს გარბენის ჩატარების დროისა ან ადგილის შეცვლა მოსთხოვა. ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ქალაქში ავტოტრანსპორტის პარალიზების მოსალოდნელი საფრთხის გამო მიიღო. საორგანიზაციო ჯგუფმა ღონისძიების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან ცვლილებები უამრავ ტექნიკურ პრობლემებს გამოიწვევდა, რომელთა გადაწყვეტა ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შეუძლებელი იქნებოდა.

დავით ხარაზიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მარათონელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 56-ე ადგილი დაიკავა

თბილისის საქველმოქმედო მარათონის ორგანიზატორებსა და თბილისის მერიას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ 22 ოქტომბერს გარბენი მაინც ჩატარდება.

პირველად თბილისის საქველმოქმედო მარათონი 2012 წელს გაიამრთა. 2017 წელს მარათონზე სიახლე იქნება — ორგანიზატორებმა გუნდური ესტაფეტა დაამატეს.

მარათონში მონაწილეობა ფასიანია. 10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენზე რეგისტრაციის ღირებულებაა 15 ლარი, 21,1 კილომეტრზე — 20 ლარი.

6-დან 11 წლამდე ბავშვებს სთავაზობენ 500-მეტრიან, ხოლო 11-დან 15 წლამდე მოზარდებს — ერთკილომეტრიან დისტანციას. ბავშვებისთვის გარბენი უფასო იქნება. წელს ბავშვთა მარათონში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 200 ადამიანს შეადგენს.

მარათონის ქველმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ გარბენის ორგანიზატორები, ტრადიციულად, მარათონიდან შემოსულ თანხას აორმაგებენ და მას ქველმოქმედებას ახმარენ.

2016 წელს შეგროვდა 23 ათასი ლარი, რომელიც გაორმაგდა და პალიატიური დახმარების ბავშვთა ჰოსპისს 46 ათასი ლარი გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0