„თელასი“ ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

© courtesy of JSC Telasiმაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი დასკვნა სს „თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გასცა, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია „თელასი“ წლევანდელ შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.

შესაბამისი დასკვნა სს „თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ გასცა, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, კომპანია „თელასმა“ სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზება, სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა ელექტროგადამცემ ხაზებს და 851 სატრანსფორმატორო ქვესადგურს, შეიცვალა ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად“ — განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

სს „თელასი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრო-გამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2005 წელს “თელასი“ შევიდა ჯგუფ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში, რომელიც აქციების 75%-ს ფლობს, დანარჩენი 25% კი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0