თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnikევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემოვლითი გზით იმოძრავებს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ევროპის მოედანზე 6-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2017“ - ყველაზე საინტერესო ღონისძიებების ტოპ-5

შესაბამისად, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც, რომელიც გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის საარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება.

დედაქალაქის დღესასწული „თბილისობა" წელს 7-8 ოქტომბერს უკვე 38-ედ აღინიშნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0