17:22 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისობაზე

„თბილისობა 2017" მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს

© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

„თბილისობა 2017"-ის პროგრამაშია კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და გამოფენა–გაყიდვები.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისობა წელს მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

წელს თბილისობა 7-8 ოქტომბერს ჩატარდება. ძირითადი ღონისძიებები ძველი თბილისის უბნებში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკსა და ლეღვთახევში ჩატარდება.

„დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიებების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს. დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს", — განაცხადა ნარმანიამ.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, სუვენირებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. პატარებისთვის გაიმართება გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

2017 წელს დღესასწაული 38-ედ გაიმართება. თბილისობა პირველად 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. როგორც ცნობილია, 1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში" ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ გვანჯი მანიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული", რასაც საზოგადოების მხრიდან უამრავი გამოხმაურება მოჰყვა — თბილისელები მხარს უჭერდნენ ამ საერთო-სახალხო ზეიმის დაარსება-დამკვიდრებას, რაც სამი წლის შემდეგ განხორციელდა კიდეც.

მთავარი თემები