ყაზბეგის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება

© Photo: Courtesy of Tbilisi City Hall პეკინის ქუჩისა და ყაზბეგის პროსპექტის კუთხე
პეკინის ქუჩისა და ყაზბეგის პროსპექტის კუთხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, ყაზბეგის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისში, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, ყაზბეგის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელოდებათ თბილისელებს პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ

„პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს,  15:00 საათიდან 00:00 საათამდე, ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელისა და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ქალაქის ხელისუფლება პეკინის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობის დანერგვას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0