გლდანში მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა - დაიტბორა სახლები

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTD, OfficialGeorgian Water and Power-ის თანამშრომლები
Georgian Water and Power-ის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების დროს მაგისტრალური მილსადენი დააზიანეს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო ხიზანიშვილის ქუჩაზე სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.

როგორც წყალგამანაწილებელი კომპანიაში Georgian Water and Power (GWP) აცხადებენ, მაგისტრალური მილსადენი დედაქალაქის ყველაზე მრავალრიცხოვან დასახლებაში კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა დააზიანეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

"დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილზე მობილიზებულია საავარიო ბრიგადები. კომპანია სამუშაოებს უმოკლეს დროში დაასრულებს", — განაცხადა GWP-ს დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0