თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება

© Sputnik / Anna Yarovikovaავტობუსები თბილისის ცენტრში
ავტობუსები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ბარათის, ისე მობილური პროგრამის საშუალებით.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. განისაზღვრა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის მოდერნიზაციაზე კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მცურავი რესტორანი მტკვარზე - Sputnik საქართველო
თბილისში შესაძლოა სამდინარო ტრანსპორტი გამოჩნდეს

უახლოეს მომავალში ქალაქის ხელისუფლება გამოაცხადებს აუქციონის თარიღს, რომელშიც მონაწილეობას მეორე ეტაპზე გასული ორი კომპანია მიიღებს — "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი". გამარჯვებულმა კომპანიამ გადახდის ახალი სისტემა ერთი წლის განმავლობაში უნდა დანერგოს.

"კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის მონაცემებით, ამავდროულად ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, შპს "სატრანსპორტო კომპანია" მართვისა და დისპეტჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

საბაგირო გზის ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

"მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად დედაქალაქის მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია სპეციალური ბარათით ან ნაღდი ფულით. მეტროში კი მხოლოდ სამგზავრო ბარათის გამოყენებაა შესაძლებელი.

სამგზავრო ბარათთან ერთად ტრანსპორტში მგზავრობისთვის შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ბარათის გამოყენებაც.

ყველა ახალი ამბავი
0