თბილისის მერი: სასაფლაოზე ადგილი ყველას ეყოფა

© Sputnik / Alexander Imedashviliკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი ახალი სასაფლაოების მოწყობასაც ითვალისწინებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მცხოვრებნი დაამშვიდა, რომ სასაფლაოებზე ადგილი ყველას ეყოფა. 

ამ დროისათვის თბილისში და მის შემოგარენში 40 სასაფლაოა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

„როცა მოვკვდებით, ყველას დაგვმარხავენ“, — ასე დაამშვიდა ნარმანიამ მოსახლეობა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
როგორი იქნება თბილისის განვითარების გეგმა

მისი თქმით, თბილისში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, სხვათა შორის, გათვალისწინებულია ახალი სასაფლაოების მოწყობაც. გენერალური გეგმის პროექტის პირველი სახალხო განხილვა თბილისის საკრებულოში კვირის დასაწყისში შედგა. პრეზენტაცია „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გამართა. 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში შედგენილია სხვადასხვა რუკები, რომლებიც განსაზღვრავს ქალაქის მშენებლობასა და სივრცით მოწყობას, მწვანე ტერიტორიებს, დასვენების ზონებსა და დაცულ ლანდშაფტს. 

პროექტის დამტკიცებამდე საჯარო განხილვები გაიმართება საქართველოს სამეცნიერო აკადემიაში, არქიტექტორთა კავშირში, სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ყველა ახალი ამბავი
0