05:56 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალი ავტობუსები თბილისში

17 ივლისიდან თბილისში Man-ის ახალი ავტობუსები გამოჩნდება

© FB / David Narmania
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

არსებული სქემა თბილისის თითქმის ყველა უბანს დაფარავს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 17 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში თბილისის საავტობუსო მარშუტზე Man-ის ახალი ავტობუსები დაემატება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არსებული სქემა მოიცავს და ფარავს თბილისის თითქმის ყველა უბანს.

„ავტობუსების ახალი პარკიდან დილით ყველა, 143 ერთეული ავტობუსი გავა ხაზზე. ამ ავტობუსების ტექნიკურად გამართვაც ამ ბაზაზე მოხდება. ავტობაზა 370 ავტობუსზეა გათვლილი", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას განცხადებით, დიდ დიღომში გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ Man-ის ავტობუსები დაიწყებს მოძრაობას №14 და №21 მარშრუტზე. №14 მარშრუტზე 10 ერთეული ახალი ავტობუსი იმოძრავებს, №21-ზე კი – 11. ასევე Man-ის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს №23 მარშრუტზე.

აღნიშნული ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და CNG-ს საწვავზე (ბუნებრივი აირი) მუშაობს, რასაც, დიზელის საწვავთან შედარებით, უფრო ნაკლებად აქვს მავნე გამონაბოლქვი.

 

მთავარი თემები