თბილისის აეროპორტიდან კახეთის მიმართულებით გზას გაარემონტებენ

გამოწერა
გზის რემონტი 12 ივლისს დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქალაქის მერია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კახეთის მიმართულებით გზის კაპიტალურ რემონტს იწყებს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საცობი - Sputnik საქართველო
პეკინის ქუჩის სარემონტო სამუშაოებმა საცობები გამოიწვია

კერძოდ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გაარემონტებს გზის მონაკვეთს აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე.

„კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება… თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო" შეასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0