21:37 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო დიდ დიღომს დაუკავშირდება

CC BY 2.0 / Flickr/ James Emery / Train leaving Station
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

თბილისის მერიის გეგმის მიხედვით, დედაქალაქის მეტროპოლიტენი განვითარებას გარეუბნების მიმართულებით განაგრძობს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია მეტროს სადგურ "დიდუბის" მიწისზედა სადგურის დიდ დიღომთან დაკავშირებას გეგმავს, განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ.

მისი თქმით, მეტროს ახალი სადგურიც მიწისზედა იქნება.

"დაგეგმილი გვაქვს, რომ "დიდუბის" მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს“, — განაცხადა მუმლაძემ.

ამასთან მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის იგეგმება აღნიშნული პროექტის რეალიზება.

თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილ სსრკ-ში რიგით მეოთხე გახდა მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის მეტროს შემდეგ.

დღეს თბილისის მეტრო 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განთავსებული. ხაზების საერთო სიგრძე 56,3 კილომეტრს შეადგენს.

მეტროს ახალი, 23-ე სადგური "უნივერსიტეტი" პირველ მგზავრებს მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს.

მთავარი თემები