თბილისში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება
თბილისში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი გაიმართება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას ეძღვნება, რომელიც 30 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 2 ივლისს ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს შეკრებს. ღონისძიების სტუმრებს სწორედ მათი პროდუქციის — ღვინისა და კულინარული ხელოვნების დათვალიერებისა და დაგემოვნების საშუალება მიეცემათ.

ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
Tbilisi Street Food Festival-ი 1 ივლისს გაიმართება

ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას ეძღვნება, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე ხანძრის შედეგად დაიღუპა. იგი თბილისში დაიბადა, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად კახეთში გადავიდა, სადაც ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყო. ფაღავა საკუთარ სახლში ტრაგიკულად 30 წლისა გარდაიცვალა.

ფესტივალის მონაწილეები იქნებიან Nikalas Marani, Antadze wines, OKRO's Wine, Pheasant's Tears Winery, Alapiani's Marani, Artanuli Gvino/GOGO Wine, Bichebis Marani, Kortavebis marani, Lago's Wine, Gotsa Wines, WineLab და ა.შ.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან რესტორნები: Azarphesha, Poliphonia Tbilisi, Еzo, Café Volver, Amber Bar, g.Vino და სხვები.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს Vikea & Oto და შოთა საგანელიძე. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ყველა ახალი ამბავი
0