ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობა აიკრძალა

© FB / Мэрия Тбилисиგაწმენდის სამუშაოები მეტრო ახმეტელთან
გაწმენდის სამუშაოები მეტრო ახმეტელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ქუჩის უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლას განაგრძობს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვოდ განთავსებული გარემოვაჭრეების დახლები გაიტანეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისის მერიამ ქუჩის ვაჭრობასთან ბრძოლა მარტის ბოლოს დაიწყო. უწყების თანამშრომლები მოვაჭრეებს წინასწარ აფრთხილებენ, ახორციელებენ დახლების დემონტაჟს და ტერიტორიებს ასუფთავებენ. ქუჩის მოვაჭრეებს ქალაქის ბაზრების ტერიტორიაზე შეღავათიანი პირობებით გადასვლა შესთავაზეს.

"დღეიდან გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართებს ვარკეთილის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრობებზე იმავე პირობებით", — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

მეტრო ახმეტელი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია გარევაჭრობასთან ბრძოლას აგრძელებს

დედაქალაქის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ის ბაზრობები და ორგანიზებული სავაჭრო სივრცეები, რომლებიც ერთიანდებიან თბილისის ბაზრების ასოციაციაში, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს ექვსი თვით შეღავათიანი პირობებით სთავაზობენ.

გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ მოაწყვეს. მიუხედავად თბილისის მერიის შეთავაზებისა, ისინი უარს ამბობენ ბაზრებში დახლების დაკავებაზე და მიუთითებენ, რომ სხვა მოვაჭრეებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან მათ საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით.

თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7-დღიანი პატიმრობით დაისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0