00:25 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
გზების რემონტი

თბილისის ნაძალადევის რაიონში გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

© facebook.com/CityHallofTbilisi.
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
31 0 0

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე მოეწყო კანალიზაციის ცენტრალური ქსელი და დაერთებები, სრულად გამოიცვალა წყალსადენის სისტემა. ნუშის ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური ქსელი საერთოდ არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა კი აქამდე არასოდეს მოწესრიგებულა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის ნაძალადევის რაიონში, ნუშის ქუჩაზე გზა კაპიტალურად რემონტდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი დავით ნარმანია, რაიონის გამგებელი ირაკლი ხელძე და პარლამეტნის დეპუტატი ზაზა გაბუნია გაეცნენ, იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე მოეწყო კანალიზაციის ცენტრალური ქსელი და დაერთებები, სრულად გამოიცვალა წყალსადენის სისტემა. როგორც მერიაში აცხადებენ, ნუშის ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური ქსელი საერთოდ არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა კი აქამდე არასოდეს მოწესრიგებულა.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ ამ გზის მოწესრიგებას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, რომ მოსახლეობას ამ ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, მოიხსნება და მეორე – ეს ახალ სარაგბო ბაზასთან მისასვლელი გზაა, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს.

"ამდენად, ორმაგად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება", – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის მიხედვით, მთლიან ქუჩაზე მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურა სულ 7 261 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

პროექტის დასრულება მაისშია დაგეგმილი. სამუშაოების საერთო ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.

მთავარი თემები