თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფმა ACT (საქართველო) ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის შედეგად გამოირკვა, რომ თბილისელთა უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში დასვენებისთვის მთავარ მიმართულებად იტალიას მიიჩნევს, აღნიშნულია ACT–ს ვებ–გვერდზე.
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 28 მარტს დააწესა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით (180–დან 90 დღე) უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს. ქართული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 ქვეყანაშია შესაძლებელი.
ACT–ს კვლევის თანახმად, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, გამოკითხულთა 97%–ს ჰქონდა ინფორმაცია უვიზო რეჟიმის შესახებ, 61%–ს ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების სურვილი აქვს. გარდა ამისა, თბილისელების 18% აცხადებს, რომ ეწვეოდა იტალიას, საფრანგეთს ირჩევს 17%, გერმანიას – 14% და ესპანეთს – 11%.
დანარჩენ ქვეყნებში წასვლის მსურველთა რაოდენობა 2–3%–ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვდასხვა ქვეყანაში.
გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა 400 თბილისელი.