რახმანინოვის "სადღეღამისო ლოცვანი" სრული სახით თბილისში პირველად შესრულდება

© International Music Festival "Autumn Tbilisi"ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებს დიდი რუსი კომპოზიტორის სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებს "სადღეღამისო ლოცვანი".

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვის "სადღეღამისო ლოცვანი" თბილისში აჟღერდება — საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ამ ნაწარმოებს სრული ვერსიით პირველად შეასრულებს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის დიდი დარბაზის სცენაზე 1 აპრილს გაიმართება საღამო, რომელიც ეძღვნება დიდი რუსი კომპოზიტორის დაბადების დღეს, იუწყებიან ორგანიზატორები.

"სადღეღამისო ლოცვანი" რახმანინოვმა 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორმა გამოხატა მთელი თავისი განცდები და ხალხისა და სამშობლოს გასაჭირის მიმართ თავისი ღრმა წუხილი და ტკივილი.

ვახტანგ ჭაბუკიანი - Sputnik საქართველო
თბილისი ჭაბუკიანის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლებს

"სადღეღამისო ლოცვანის" დაწერისას რახმანინოვმა რუსული მუსიკალური კულტურის ფესვებს — ძველებურ საეკლესიო გალობას მიუბრუნდა და მის საფუძველზე საკუთარი ორიგინალური თემები შექმნა.

"სადღეღამისო ლოცვანი" — ორნაწილიან კომპოზიციას წარმოადგენს, რომელიც რუსული კლასიკური მუსიკის მწვერვალია.

"სადღეღამისო ლოცვანის" პირველმა შესრულებამ რუსეთში დიდი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს ნაწარმოები დიდი ხნით აიკრძალა. და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ამ მუსიკამ საკონცერტო ცხოვრებაში თავისი კანონიერი ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0