თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში ТСR სერიის სპორტული ავტომობილების ჩვენება გაიმართება, რის გამოც ვარდების მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება, იუწყება საქართველოს შსს.
ТСR-ის (Touring Car Racing — ძარიანი ავტომობილების რბოლა) საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპი რუსთავში 2 აპრილს გაიმართება.
შეჯიბრებაში მონაწილეობს ქართველი მრბოლელი დავით ქაჯაია, რომელიც ავტომობილით "ალფა რომეო ჯულიეტა" გუნდისთვის "GE ფორსი" გამოდის.
სერიის პირველ ეტაპზე 16 პილოტი მონაწილეობს. წელს TCR სერიაში 10 ეტაპი ჩატარდება.