"დედამიწის საათი" – თბილისი აქციას უერთდება

© AFP 2024 / NIKLAS HALLE'N ბრიტანეთის პარლამენტის პალატები 2016 წელს შეუერთდნენ ეკოლოგიურ აქციას "დედამიწის საათი"
ბრიტანეთის პარლამენტის პალატები 2016 წელს შეუერთდნენ ეკოლოგიურ აქციას დედამიწის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი დღეს მეცხრედ შეუერთდება საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას "დედამიწის საათი". აქციას ასევე უერთდებიან საქართველოს რეგიონები.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ღონისძიების ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მხარდამჭერი არიან თბილისის მერია, ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილე შომბი შარპი, თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა.

საქართველოში დედამიწის დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო
საქართველოში დედამიწის დღე აღნიშნეს

"დედა ენის" პარკში გაიმართება გრანდიოზული აქცია–კონცერტი, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, განუცხადეს "Sputnik საქართველოს" გარემოს დაცვის სამინისტროში.

პირველად ასეთი ღონისძიება 2007 წელს ჩატარდა ავსტრალიაში, რომლის ორგანიზატორიც "ველური ბუნების ფონდი" იყო. აქციამ საერთაშორისო მხარდაჭერა მომდევნო წელს მიიღო. "დედამიწის საათს" მსოფლიოს 178 ქვეყანაში აღნიშნავენ.

"დედამიწის საათთან" დაკავშირებით შაბათს გაითიშება ქალაქის ანძის გარე განათება, სამინისტროების, პარლამენტის, მერიის, საკრებულოს შენობების, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტის, მშვიდობის ხიდის, ნარიყალას ციხისა და სამების ტაძრის და სხვა შენობების განათება.

აქცია 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გასტანს.

აქცია "დედამიწის საათი" მთელი მსოფლიოს ადამიანებს მოუწოდებს, დედამიწის მომავალზე ზრუნვის დასტურად, ერთი საათით გამორთონ შუქი და ყველა ელექტროხელსაწყო. 2016 წელს აქციაში 178 ქვეყნის შვიდი ათასზე მეტი ქალაქის 2 მილიარდზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.

ამჟამად "დედამიწის საათი" პლანეტაზე ყველაზე მასობრივი ეკოლოგიური აქციაა. მას აქვს თავისი ლოგოტიპი – 2011 წლამდე – "60", რაც 60 წუთს ნიშნავს, ხოლო 2011 წლიდან –"60+", რაც აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაზარდონ აქციის დრო.

ყველა ახალი ამბავი
0