რეისი სტამბული-თბილისი-სტამბული გაუქმებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliთურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვება
თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რეისი თბილისში ძლიერი ქარის გაუქმდა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გააუქმა ავიარეისი სტამბული-თბილისი-სტამბული, განუცხადეს "Sputnik საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.

წინასწარი მონაცემებით, რეისის გაუქმების მიზეზი დედაქალაქში ძლიერი ქარი გახდა, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარიშხლის ძალას აღწევდა.

ძლიერი ქარი თბილისში - Sputnik საქართველო
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

"ვერ გეტყვით, რა გაიგეს სტამბულში, მაგრამ, როგორც ჩანს, რეისის გაუქმების მიზეზი ეს (ძლიერი ქარი) გახდა", — განაცხადა აეროპორტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თვითმფრინავი სტამბულიდან თბილისში 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, ხოლო თბილისიდან — 05:50 საათზე გაფრენილიყო.

აეროპორტის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი რეისები განრიგის მიხედვით სრულდება.

რაც შეეხება უამინდობას, ძლიერი ქარი საქართველოში ორშაბათს დაიწყო და ღამით გაძლიერდა. ქარის სიჩქარე აღმოსავლეთ საქართველოში წამში 32 მეტრს აღწევდა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია.

ყველა ახალი ამბავი
0