00:30 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით ნარმანია

დავით ნარმანია: თბილისის ბიუჯეტს ოპოზიცია მხარს არასდროს უჭერდა

© FB/ David Narmania
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
3002

თბილისის საკრებულო ბიუჯეტის პროქტის განხილვას მომავალ კვირიდან შეუდგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინება მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა, განუცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

„უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან პოპულისტური მოთხოვნები ჰქონდა, ამიტომ, მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა და ვერც მოხდებოდა. საქმიანი შენიშვნები და წინადადებები, როგორც უმცირესობიდან, ასევე უმრავლესობისგან, ჩვენ მივიღეთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ.  ასე რომ, ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი, სრულყოფილი და ძალიან მნიშვნელოვანი“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 801 მლნ ლარია. მთავარ პრიორიტეტად  კი მომავალ წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება რჩება.

საკრებულო ბიუჯეტის პროქტის განხილვას მომავალ კვირიდან შეუდგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

თბილისი საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუას განცხადებით, წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტიდან გამომდინარე, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები გაკეთდება.

„ჩვენ ველოდებოდით, რომ მაქსიმალურად იქნებოდა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები“, — აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა — თბილისის“ წევრ თამაზ შოშიაშვილისთვის  კი მიუღებელია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროქტში 30 მილიონით არის  შემცირებული სოციალური დახმარებები მათთვის, ვინც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ოპოზიცია  ბიუჯეტის პროექტს მხარს არც ადრე უჭერდა.

„ასე რომ, არ დაუჭერენ და ნუ დაუჭერენ“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მთავარი თემები