დაჯილდოვდნენ „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016“-ის მონაწილეები

© FB / Мэрия Тбилисиჯილდოები სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულებისთვის
ჯილდოები სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მონაწილეობა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების 2500-მა სტუდენტმა მიიღო.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ღონისძიების „თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 — დაძლიე დამოკიდებულება“ ყველაზე მეტი მედალი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ერგო და ის გრან-პრის მფლობელიც გახდა.

სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის მიზანი შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„სტუდენტებს საშუალება აქვთ, გამოავლინონ საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და მათ შორის საუკეთესო გახდეს გამარჯვებული. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სტუდენტურ ოლიმპიადაში თბილისის 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივა — საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“ ორგანიზებით მოეწყო.

ყველა ახალი ამბავი
0