თბილისში მდინარე ვერეს დამშვიდებას ცდილობენ

© courtesy of Tbilisi City Hallმდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ივნისში მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიღუპნენ ადამიანები. მომავალში ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით ქალაქის ხელისუფლებამ დამცავი ჯებირი დაამონტაჟა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის გავსებამაც 2015 წლის 13 ივნისს 22 ადამიანი შეიწირა, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკი, „მზიურის“ პარკი, თამაზ თამაზაშვილის უპატრონო ძაღლების კერძო თავშესაფარი და სვანიძის ქუჩა დატბორა.

დამცავი მოაჯირი - Sputnik საქართველო
დამცავი მოაჯირის მონტაჟისთვის თამაზ ელიზბარაშვილი 10 000 ლარით დაჯარიმდა

„მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ამ მიმართულებით ვერეს ხეობაში პროექტები გრძელდება. სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყება", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტის თანახმად, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდინარის ნაპირზე დამბა, დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. „მზიურის“ მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები, 500 მმ-იანი მილების მოწყობა. გაზაფხულზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა „მზიურის“ პარკი, აღნიშნა ნარმანიამ.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა. 

ერთი წლის წინ კოკისპირული წვიმის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც რაღაც დროით მდინარე ვერე ჩახერგა. შემდეგ მდინარეში წყლის დონემ აიწია, წყალმა ნაპირები გადმოლახა და ქალაქის ცენტრში მოზრდილი ტერიტორია დატბორა.

ყველა ახალი ამბავი
0