https://sputnik-georgia.com/20260524/sandro-bazadzem-kairo-msoplio-tasze-brinjao-moipova-298801479.html
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
მაის-ივნისში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელოდება 24.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-24T09:52+0400
2026-05-24T09:52+0400
2026-05-24T09:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268642860_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_9e9e0ee4a0ef633bbef6a57c28644edf.jpg
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.ბაზაძემ მეოთხედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი 15-10 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა ნახევარფინალური შეხვედრა სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰისთან დათმო.მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რეიტინგის ლიდერს ივნისში მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდება - 6-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს გახდა - 2025 წლის ივლისში სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე ხუთი წელია მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268642860_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_fa5fd2c1dc62129ef1f9fcbb4464192e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარიკაობა: სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მაის-ივნისში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელოდება
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
ბაზაძემ მეოთხედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი 15-10 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა ნახევარფინალური შეხვედრა სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰისთან დათმო.
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რეიტინგის ლიდერს ივნისში მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდება - 6-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
სანდრო ბაზაძე კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს გახდა - 2025 წლის ივლისში სპორტსმენმა თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე ხუთი წელია მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.