https://sputnik-georgia.com/20251022/xelburtis-pederaciis-kopili-prezidenti-daakaves-295478343.html
ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისა: ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისა: ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T11:23+0400
2025-10-22T11:23+0400
2025-10-22T12:18+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს, განაცხადა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ ბრიფინგზე.უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს-ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464,496 ლარი. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ე მუხლით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისა: ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
11:23 22.10.2025 (განახლებულია: 12:18 22.10.2025) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააკავეს, განაცხადა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში მის მფლობელობაში არსებული ფედერაციის კუთვნილი ბიზნეს-ბარათების გამოყენებით საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით, გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464,496 ლარი.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ე მუხლით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.