https://sputnik-georgia.com/20241030/papuashvilma-turq-xalxs-respublikis-dge-miuloca-290663946.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა 30.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-30T12:13+0400
2024-10-30T12:13+0400
2024-10-30T12:13+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დაარსებიდან 101-ე იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებს - ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.„ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთპატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა და ბევრ სფეროს მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.პაპუაშვილმა პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ისე თურქეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გადამწყვეტ როლს ასრულებენ.მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა
პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დაარსებიდან 101-ე იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმალეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.
„დიდი პატივია თურქეთის რესპუბლიკის დღის 101-ე იუბილის აღნიშვნაში მონაწილეობა. ეს დღე თურქი ხალხის ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს და, ასევე, ეროვნული დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და დემოკრატიის მყარი ღირებულებების აღიარებაა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულთბილად ვულოცავ თურქ ხალხს ამ ისტორიულ დღესასწაულს. დაე, თურქეთის რესპუბლიკამ გააგრძელოს განვითარება და ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებს - ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ადასტურებს ურთიერთპატივისცემის ძალას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისადმი ერთგულებას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდა და ბევრ სფეროს მოიცავს: ვაჭრობას, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას და სხვა მრავალ მიმართულებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილმა პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პარტნიორობა გაგრძელდება ერების საკეთილდღეოდ.
„ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის მტკიცე კავშირებს. ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობა, მეგობრული კავშირები და ღირებული კომუნიკაცია აქვთ ყველა დონეზე. მზად ვართ, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას", - განაცხადა სპიკერმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ისე თურქეთი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გადამწყვეტ როლს ასრულებენ.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.