დედოფლისწყაროში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© courtesy of Rural Development Agencyპლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო დედოფლისწყაროში
პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო დედოფლისწყაროში - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
საწარმოს 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება შეუძლია.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის" მხარდაჭერით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
კომპანია „ეკოსპარტანელმა“ საწარმოს მოსაწყობად 209 ათასზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 145 ათასი ლარი სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებაა.

„კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს მაკულატურას და პლასტმასის მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონში ამ მიმართულებით პირველი საწარმოა, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, – განაცხადა სააგენტოს დირეტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

მისი თქმით, საწარმოს 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება შეუძლია.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვანელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების მხარადაჭერა, რადგანაც ისინი გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ამცირებენ.
მისი განმარტებით, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი", – აღნიშნა ციმინტიამ.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედის, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
სააგენტომ „სოფლის განვითარების პროგრამა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0