https://sputnik-georgia.com/20230410/lagodexis-nakrzali-vizitorebs-siaxlit-xvdeba-276581348.html
ლაგოდეხის ნაკრძალი ვიზიტორებს სიახლით ხვდება
ლაგოდეხის ნაკრძალი ვიზიტორებს სიახლით ხვდება
Sputnik საქართველო
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T09:53+0400
2023-04-10T09:53+0400
2023-04-10T17:09+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276523128_0:117:1900:1186_1920x0_80_0_0_b322221d95ff0683f0b97c7141fbc1a3.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. კავკასიის უძველესი ნაკრძალის სტუმრებს სიახლეები ელოდებათ: ლაგოდეხის ნაკრძალში ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.ბილიკის სიგრძე 1 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 40-60 წუთი სჭირდება. სპეციალური მანიშნებლებით აღჭურვილ ბილიკზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თვალსაჩინო მასალებით გაეცნონ ინფორმაციას ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის შესახებ. ბავშვებს ელოდებათ 12 აქტივობა, მათ შორის სათავგადასავლო და საგანმანათლებლო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის განვითარებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ დაიცვან ბუნება და როგორ მოუფრთხილდნენ ტყეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.გარდა ამისა, იგი ხელს შეწყობს იმასაც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.ლაგოდეხის ბილიკი პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში მოეწყო.ოკაცეს კანიონს „საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის” ტიტული მიენიჭა>>>კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა, რომლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გურგენიანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ექსტრემალურად მიიჩნევა.ლაგოდეხის ნაკრძალის დამთვალიერებლებს აქ მდიდარი ფლორა და ფაუნა ხვდება. ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3-ია თავმოყრილი. აქ მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276523128_82:0:1818:1302_1920x0_80_0_0_bdf9cbfef80e2953e2bc8e19d733f9e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ლაგოდეხის ნაკრძალი ვიზიტორებს სიახლით ხვდება
09:53 10.04.2023 (განახლებულია: 17:09 10.04.2023) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. კავკასიის უძველესი ნაკრძალის სტუმრებს სიახლეები ელოდებათ: ლაგოდეხის ნაკრძალში ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
ბილიკის სიგრძე 1 კილომეტრია და მის გავლას დაახლოებით 40-60 წუთი სჭირდება. სპეციალური მანიშნებლებით აღჭურვილ ბილიკზე ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თვალსაჩინო მასალებით გაეცნონ ინფორმაციას ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის შესახებ. ბავშვებს ელოდებათ 12 აქტივობა, მათ შორის სათავგადასავლო და საგანმანათლებლო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის განვითარებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ დაიცვან ბუნება და როგორ მოუფრთხილდნენ ტყეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.
გარდა ამისა, იგი ხელს შეწყობს იმასაც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
ლაგოდეხის ბილიკი პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში მოეწყო.
კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა, რომლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გურგენიანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ექსტრემალურად მიიჩნევა.
ლაგოდეხის ნაკრძალის დამთვალიერებლებს აქ მდიდარი ფლორა და ფაუნა ხვდება. ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.
ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3-ია თავმოყრილი. აქ მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგური.