Energo Pro Georgia-მ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა

© courtesy of Energo-Pro Georgia Energo-Pro Georgia-ს თანამშრომელი
 Energo-Pro Georgia-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
ენერგოკომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წამოეგონ თაღლითების ყალბ შეთავაზებას და არ გაიარონ რეგისტრაცია.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ენერგოგამანაწილებელმა კომპანია Energo Pro Georgia-მ მის სახელთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტის თაობაზე შსს-ს მიმართა.
საუბარია სოციალურ ქსელებში და ვიდეოპლატფორმებზე გავრცელებულ ვირუსულ სარეკლამო ვიდეორგოლებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს კომპანიის სახელით რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის დაბანდებისკენ გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში.
მანამდე კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და მას არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.

„ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გაგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჯერჯერობით კომპანიის სახელით ყალბი შეთავაზება კვლავაც ვრცელდება.
ენერგოკომპანიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, არ წამოეგონ თაღლითურ შეთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილი ქართული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების სახელს თაღლითობა უკავშირდება. მანამდე საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილეს ქართული ბანკების და „საქართველოს ფოსტის“ ყალბი გვერდების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0