ზრდასრული ინდიგოები: ამოიცანით საკუთარი თავი - დახასიათება და თვისებები

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
გთავაზობთ იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც არა ბავშვებს, არამედ უკვე ზრდასრულ ინდიგოებს ახასიათებთ. ნახეთ, იქნებ თქვენც ათასწლეულის ადამიანი ხართ და არც კი იცით?
უკვე დიდი ხანია, რაც მასმედია ფართოდ აშუქებს ინდიგო ბავშვების თემას, საუბრობს მათ განსაკუთრებულ, სხვებისგან გამორჩეულ უნარებზე.
მაგრამ დრო გადის და ეს ბავშვები იზრდებიან, უფროსი ასაკის ადამიანებად ყალიბდებიან. თანაც ისე, რომ შესაძლოა არც ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ ინდიგოები არიან.
არ გამოტოვოთ: თქვენი შვილი ინდიგოა, თუ... როგორ ამოვიცნოთ ათასწლეულის ბავშვები - ნიშნები და თვისებები
ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა და მკითხველებისთვის შეგვეთავაზებინა არა პატარა, არამედ უფროსი ასაკის ინდიგოების მახასიათებლები. ნახეთ, იქნებ ერთ-ერთი მათგანი თქვენც ხართ.
მაშ ასე, თქვენ ინდიგო ხართ, თუ:

თქვენს ცოდნისა და ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს

გსურთ იცოდეთ ყველაფერი. სიმშვიდეს კარგავთ, თუ რამეში ვერ ერკვევით. მით უმეტეს, თუ საქმე თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და საგნებს ეხება.
ინდიგოებს გამუდმებით აწუხებთ გლობალური პრობლემები: უთანასწორობა, სიღარიბე, სიძულვილი, კონფლიქტები და, განსაკუთრებით, ადამიანების არაადამიანურობა.
დიახ, ეს ყველაფერი იმდენად აწუხებთ ინდიგოებს, რომ უკვე მოზრდილები იწყებენ არა მხოლოდ კითხვებზე პასუხების ძებნას, არამედ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასაც.

გძულთ წესებითა და ნორმებით გაჯერებული სისტემები

მოზრდილ ინდიგოებს უჭირთ ავტორიტეტების იგნორირება, მაგრამ სულაც არ მიაჩნიათ, რომ რომელიმე მათგანი არასდროს შეცდება.
ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება, რომ რამდენიმე გავლენიანმა ადამიანმა მართოს ხალხები.
ინდიგოები ბავშვობაშივე ავლენენ ამ თვისებებს და ხშირად არღვევენ დადგენილ წესებს, არ ითვალისწინებენ პედაგოგ-დამრიგებელთა რჩევებს. არიან მეამბოხეები და კარგად გამოსდით აგიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სუფთა და კეთილშობილი ზრახვები ამოძრავებთ. საკითხისადმი ამგვარ დამოკიდებულებას ის მოსდევს, რომ მოზრდილი ინდიგოები გულგრილები ხდებიან ყველა სოციალური თუ პოლიტიკური რეჟიმის მიმართ.

უფრო მეტიც, მათ ურჩევნიათ შექმნან რაღაც ახალი, ვიდრე იქექონ ძველში და ეცადონ შეცვალონ და გააუმჯობესონ უკვე არსებული. ისინი აქტიურად ურთიერთობენ დიდი რაოდენობით ადამიანებთან, რათა მიაწოდონ მათ აუცილებელი ინფორმაცია და დაანახონ მათ ის, რასაც მანამდე ვერ ხედავდნენ.

სხვების სატკივარი და პრობლემები უფრო გაწუხებთ, ვიდრე საკუთარი

ინდიგოები უმაღლესი ხარისხის ემპათიურები არიან. იმისათვის, რომ მათში თანაგრძნობა გამოიწვიოთ, დიდი ძალისხმევა სულაც არ არის საჭირო.
თუმცა, როგორც წესი, ისინი თავს არიდებენ, ასე ვთქვათ, ადამიანთა ცხოვრების შეცნობას. და არა იმის გამო, რომ უინტერესოები და გულგრილები არიან, არამედ იმიტომ, რომ ინდიგოებს უჭირთ თვალი ადევნონ ან მოისმინონ ის, რაც უსამართლოდ და არასწორად ეჩვენებათ.
შეჭირვებული ადამიანის დანახვაზე ის ძლიერ ემოციურ ტკივილს განიცდის. ამიტომ ინდიგო შეძლებისდაგვარად ცდილობს დაეხმაროს მათ, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდიგოსთვის სხვისი ტკივილი აუტანელია.

გიყვართ ცხოველები და ბუნება

ინდიგოებს ღრმა კავშირი აქვთ როგორც ფლორასთან, ისე ფაუნასთან. ცხოველების მიმართ თანაგრძნობა მათთვის ისევე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. მათთვის ცნება „თანასწორობა“ მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება – სურთ, ნებისმიერ სულიერს ისე ექცეოდნენ, რომ მათ ღირსეულად ცხოვრება შეძლონ.
ინდიგოები ყოველთვის დაიცავენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ცხოველებს და იბრძოლებენ მათი გადარჩენისთვის. ინდიგოებს უყვართ ბუნებაში ყოფნა. არაფერია მათთვის იმაზე დიდი ნეტარება, ვიდრე ტყეში სეირნობა, ცხოვრება და ცხოველებთან ჰარმონიული ურთიერთობა.

გაქვთ სასოწარკვეთის ეგზისტენციალური შეგრძნება

ადამიანთა სიუხეშე, სიხარბე, სისასტიკე ინდიგოებს უძლურების შეგრძნებასა და დეპრესიებს უვითარებს – თანაც, უკვე მოზარდობის ასაკიდან.
ის ფაქტი, რომ ადამიანების უმეტესობას ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყურვილი ახრჩობს, ინდიგოებს თრგუნავს. უფრო მეტიც, შესაძლოა ეჭვიც კი შეეპაროთ, რომ სიცოცხლესა და რაიმეს შექმნას საერთოდ აზრი აქვს.

განგიცდიათ მისტიკური მომენტები

ინდიგო ადამიანები, რაოდენ ათეისტურ ოჯახშიც არ უნდა გაიზარდონ, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტად რელიგიურები ხდებიან. მათი სულიერი მხარე ყოველწლიურად იზრდება მანამ, სანამ სრულ მოწიფულობას არ მიაღწევს.
ინდიგოები ხშირად განიცდიან ზებუნებრივ მომენტებს, ვთქვათ სხვა განზომილების რეალობას.

დაბოლოს: გამორჩეულად მისტიკური ინდიგოების ცხოვრებაში ისაა, რომ ისინი ყოველთვის ამჩნევენ საათზე დროს 11:11, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0