მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პლასიდო დომინგო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში პლასიდო დომინგო
 პლასიდო დომინგო - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ესპანელი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, დომინგოს ბრალდებები ტელეარხ La Sexta-ს ეთერში წაუყენა ასევე მომღერალმა ქალმა, რომლის ვინაობაც არ დასახელდა.
ქალის თქმით, 2000-იან წლებში დომინგო მის შეხებას შეეცადა თეატრში, მეორედ კი კოცნა სცადა.
მომღერალს მაშინ არც თეატრის ხელმძღვანელობისთვის მიუმართავს ჩივილით და არც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

„ის დომინგოა. ის ხელშეუხებელია“, — ასე განმარტა ანონიმმა სავარაუდო დაზარალებულმა თავისი დუმილი.

პლასიდო დომინგოს წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ აღნიშნულთან დაკავშირებით.
დომინგოსთან დაკავშირებით პირველი სკანდალი 2019 წლის აგვისტოში აგორდა. მაშინ ცნობილი მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში ცხრა ქალმა დაადანაშაულა. მათი თქმით, დომინგო მთელი 30 წლის განმავლობაში იქცეოდა არასათანადოდ საგრიმიროებში, ავიწროებდა მათ და კოცნას ცდილობდა. მოგვიანებით მსგავსი ბრალდება კიდევ 11-მა ქალმა წამოაყენა. დომინგომ ეს ყველაფერი უარყო, თუმცა ბევრმა ევროპულმა თეატრმა მაინც უარი თქვა მისთვის სცენის დათმობაზე.
შედეგად, მომღერალს ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლა მოუწია, სადაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0