მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

WSJ: დეკემბერში რუსული ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა გასული თერთმეტი თვის მაჩვენებლებთან შედარებით, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ანალიტიკოსების თქმით, რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესების ფონზე დეკემბერში სადღეღამისო ექსპორტმა საშუალოდ 2,5 მლნ ბარელი შეადგინა. და ეს მაშინ, როცა სანქციები არ შეხებია რუსული ნავთობის რამდენიმე იმპორტიორ ქვეყანას — ინდოეთს, ჩინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს.
Kpler-ის მონაცემებით, რუსული ნავთობის მიწოდებების შემცირებაზე გავლენა ასევე მოახდინა ამინდმა და ჩინეთის მხრიდან დაბალმა მოთხოვნამ.
გარდა ნავთობისა, შემცირებულია საზღვარგარეთ რუსული გაზის ექსპორტიც. მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის მიწოდებები 46%-ით დაეცა გასულ წელთან შედარებით.
2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად მალე შეამცირებდნენ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას, ან მთლიანად შეწყვეტდნენ მათ იმპორტს.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე. ამასთან ამოქმედდა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასი — ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მიიღეს. შეთანხმების მიზანია – შეუმციროს მოსკოვს ნავთობშემოსავლები, ოღონდ ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული მიწოდებები შეინარჩუნოს.
ზღვრული ფასის ამოქმედების პირველ კვირაში რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ექსპორტი 54%-ით შემცირდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ შეზღუდვაზე პასუხად ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას კრძალავს ზღვრული ფასით მოსარგებლე ქვეყნებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0