მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ანტონიუ გუტერეში: კაცობრიობა ახალი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISS
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კაცობრიობა უნდა მოემზადოს მომავალი ეპიდემიებისთვის, ვინაიდან COVID-19-ის პანდემია ბოლო არ არის, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის მიმართვაში, რომელიც ეპიდემიებისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
გუტერეშის თქმით, მსოფლიოსთვის გაკვეთილად უნდა იქცეს კორონავირუსული პანდემიის შედეგები, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, ქვეყნების ეკონომიკები დაანგრია, ჯანდაცვის სისტემებს დარტყმა მიაყენა, ხოლო ფინანსური დანაკარგები ტრილიონობით დოლარამდე გაზარდა.

„COVID-19 არ არის ბოლო ეპიდემია თუ პანდემია, რომელსაც კაცობრიობა შეეჯახა. ჩვენ, როგორც მსოფლიო საზოგადოებამ, უნდა ავითვისოთ COVID-ის სასტიკი გაკვეთილი და დიდი მოცულობით რესურსები უნდა ჩავდოთ პანდემიების აღკვეთისა და მათთან ბრძოლის სამუშაოებში“, — აღნიშნა გუტერეშმა.

როგორც გაეროს გენმდივანმა განაცხადა, დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მაღალი ეპიდემიური პოტენციალის ვირუსების გამოვლენასა და მათი გავრცელების კონტროლს შეუწყობს ხელს.
„ჯანდაცვის სისტემები უნდა იყოს უფრო მტკიცე და მომზადებული რყევებისთვის, მათ შორის, კარგად განსწავლული, კარგად აღჭურვილი და კარგად ანაზღაურებადი სამედიცინო პერსონალის ხარჯზე“, — მიაჩნია გუტერეშს.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლა არ შეიძლება ხორციელდებოდეს ცალკეული ქვეყნების დონეზე და საერთაშორისო საზოგადოებამ ამ ბრძოლაში ერთიანობა უნდა გამოიჩინოს.
ეპიდემიებისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღე 27 დეკემბერს აღინიშნება.
წყარო: UN
ყველა ახალი ამბავი
0