მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან: ევროპაში გაზის ფასი მინიმალურ დონემდე დაეცა

© AP Photo / Bela Szandelszky
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ევროპის უდიდეს ჰაბ TTF-ზე ვაჭრობისას გაზის ერთი მეგავატ/საათის ფასი 77 ევროზე დაბლა დაეცა, რაც 1000 კუბურ მეტრ აირზე 820 ევროს უდრის.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების მომენტიდან.
22 თებერვალს, ანუ კონფლიქტის დაწყებამდე ორი დღით ადრე TTF-ზე ერთი მეგავატ/საათი გაზი 79,9 ევრო ღირდა. 24 თებერვალს ფასი მკვეთრად ავარდა 128 ევრომდე, ხოლო აგვისტოში მაქსიმალურ ნიშნულს — მეგავატ/საათზე 350 ევროს მიაღწია.
გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტოს (Bundesnetzagentur, BNetzA) შეფასებით, გაზის ფასის კლებას ხელი დეკემბრის ბოლოს თბილმა ამინდებმა შეუწყო, რასაც გაზის მოხმარების შემცირება მოჰყვა.
გარდა ამისა, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი კლაუს მიულერი წერს Twitter-ზე, ფასის დაწევის მიზეზი ასევე არის ქარის ელექტროსადგურებიდან მიღებული დიდი რაოდენობით ენერგია და საფრანგეთში ენერგიის ექსპორტის შემცირება.
ყველა ახალი ამბავი
0