მოსაზრება: აშშ-მა უკრაინის გამო სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
ტელეკომპანია CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებას სურს უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot მიაწოდოს. ადრე თეთრი სახლი ამ ნაბიჯს არ დგამდა.

ცის ჩაკეტვა

ჯერ კიდევ ნოემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ არ აპირებდა კიევისთვის Patriot-ის მიწოდებას. ახლა კი ამერიკის თავდაცვის უწყებაში ნაკლები დამაჯერებლობით აღნიშნეს: „ჯერ არაფერი გვაქვს წინასწარ სათქმელი“.
როგორც ტელეარხი აღნიშნავს, გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოიწონონ.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე საფრანგეთშიც ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. თუმცა ნოემბრის მიწურულს გაირკვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პარიზისგან უკვე მიიღო ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Crotale.
ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ამასწინანდელი ვიზიტისას იგი ბაიდენს დაპირდა, რომ უკრაინას მომავალშიც დაეხმარებოდა.

„ძვირადღირებული სიამოვნება“

ბრიტანული სამხედრო პორტალ Jane’s-ის მტკიცებით, საუბარია Patriot PAC-3 -ის მხოლოდ ერთ ბატარეაზე ოთხი გამშვები დანადგარით, თითო - რვა რაკეტით. როგორც წესი, თან მოჰყვება სამეთაურო პუნქტი, რადიოლოკაციური სადგური და დამტენი მანქანა.
PAC-3 - არის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაცია, შეიარაღებაშია 2001 წლიდან. ერთი გასროლით თვითმფრინავის განადგურების ალბათობა ძალიან მაღალია - 80-90 პროცენტი, ტაქტიკური რაკეტის - 60-80 პროცენტი. სამიზნე შეიძლება მოძრაობდეს 1600 მ/წმ სიჩქარით 15 კმ-მდე სიმაღლეზე და 20 კმ-მდე მანძილის დაშორებით.
„ამგვარად, დასავლეთი ცდილობს უკრაინის ენერგოსისტემის დაცვას, რომელიც რეგულარული რუსული დარტყმების შედეგად საგრძნობ დანაკარგს განიცდის“, - ფიქრობს ექსპერტი ვლადიმერ კოზინი. და დასძენს, ლიბლიანკის ინციდენტის შემდეგ Patriot-ებით შეაიარაღეს პოლონეთი.
რასაკვირველია, მნიშვნელოვნად გაძლიერებაა. მაგრამ არის ერთი პრობლემა - ფასი. უფრო ძველი კომპლექსების ბატარეაც კი მილიარდობით დოლარი ჯდება, თითოეული რაკეტა კი - მილიონი .
ჯერ კიდევ 2017 წელს ცხარე კამათი იყო აშშ-ის მასმედიაში. აშშ-ის ჯარის ასოციაციის ყრილობაზე გენერალმა დევიდ პერკინსმა განაცხადა, რომ დანადგარს ერთ-ერთი ახლო მოკავშირე იყენებდა.
„მათ ჩამოაგდეს კვადრომფრენი, რომელიც „ამაზონზე“ 200 დოლარად იყიდება. დრონს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა შანსი Patriot-ის წინააღმდეგ... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით გონივრულია“, - აღშფოთებას არ მალავდა ოფიცერი.

დამატებითი სირთულეები

გადამდგარი გენერალი მარკ ჰერტლინგი აღნიშნავს, რომ Patriot-ს პერსონალის ხანგრძლივი მომზადება სჭირდება.
„რომ არ იყოს ხანგრძლივი საიდუმლო სწავლება, კომპლექსი ბრძოლის ველზე ვერ გამოჩნდება. ამას თვეები სჭირდება“, - დაწერა მან Twitter-ზე.
ასევე გაფანტა პრესაში გავრცელებული ცნობები, თითქოს კომპლექსების სამართავად საჭიროა „მხოლოდ სამკაციანი გუნდი“.
„სამი უნდა იჯდეს მართვის პულტთან, - დააზუსტა მან. - ხოლო ასამუშავებლად საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ათობით კარგად გაწვრთნილი მებრძოლი“.

შედეგები ფრონტისთვის

ექსპერტები აღნიშნავენ: ამერიკულ სისტემებს შეუძლია უკრაინაში ცალკეული ობიექტების დაცვა. თუმცა ცის სრულად ჩაკეტვა - რისი სურვილიც კიევში აქვთ - არ გამოვა.
„გამომდინარე კომპლექსების რაოდენობიდან, რომელზეც საუბრობენ, შეიძლება მტკიცება, რომ ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც დასავლეთის მტკიცე განწყობის დემონსტრირებას ემსახურება“, - განმარტავს ექსპერტი კონსტანტინ სოკოლოვი.
ამასთან, ტექნიკური პარამეტრებით ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ძალიან ახლოსაა С-300-თან.
დეტალებისა და განსხვავებების გაგება პრაქტიკაშია შესაძლებელი. პრეცედენტები არსებობს: რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოერგო ნაქებ HIMARS-საც, რომელსაც კიევში გამარჯვების იარაღს უწოდებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0