ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,24%-ით შემცირდა და 90,56 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,89%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,07%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,2% მოგებით 100,51 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,82 პუნქტის ფასით, 10,68% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 1,46%-ით გაიზარდა 88,16 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,6%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,93%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 26,35 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 805 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,35–26,96 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,4%-ით და ერთ აქციაზე 7,58 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 362 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,4–7,59 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში გაიზარდა 0,45%-ით და 21,9 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 339 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,8–22,3 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0