მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„იკუსა“: იაპონიაში წლის იეროგლიფი აირჩიეს

© Pixabay / Zone 22იაპონური იეროგლიფები
იაპონური იეროგლიფები - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. იაპონიაში 2022 წლის გრაფიკულ სიმბოლოდ იეროგლიფი „იკუსა“ აირჩიეს, რაც თარგმანში „ბრძოლას“ ნიშნავს.
წლის სიმბოლო სახალხო კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს, რომელსაც ქვეყნის იეროგლიფური დამწერლობის ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს 1995 წლიდან.
იეროგლიფის წერის ცერემონია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კიოტოს ბუდისტურ ტაძარ „კიიომიძუში“ ჩატარდა (ქართულად „წმიდა წყლის ტაძარი“).
კონკურსის წესების თანახმად, ასოციაციას იეროგლიფებიანი ბარათები წინასწარ ეგზავნება მთელი ქვეყნიდან. რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, წლის სიმბოლო ხდება. საჯაროდ გამოცხადებამდე გამარჯვებული იეროგლიფის მნიშვნელობა მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად მის შესახებ ასოციაციის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელმა იცის.
ცერემონიაზე იეროგლიფი „ბრძოლა“ ტაძრის წინამძღვარმა ბრინჯის 130X150 სმ ზომის ქაღალდზე, ვასიზე გამოიყვანა 4,5 სმ დიამეტრის ფუნჯით. ეს ფუნჯი ჰიროსიმას პრეფექტურაში მზადდება მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ცხენის ძუისგან. რაც შეეხება მელანს, ის ნარას პრეფექტურიდან ჩააქვთ კიოტოში სპეციალურად ამ ცერემონიისთვის.
კონკურსის ორგანიზატორებმა წლის იეროგლიფის არჩევანი იმით ახსნეს, რომ „ამ წელს ბევრი სხვადასხვა სახის ბრძოლა მოხდა − როგორც კარგი, ისე ცუდი აზრით“. მათ შორის: ბრძოლა კორონავირუსთან, ბრძოლები ბეისბოლის მოედნებზე, იაპონიის საფეხბურთო ნაკრების ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასასვლელად, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
სულ ასოციაციაში 220 ათასი ბარათი შევიდა. იეროგლიფმა „ბრძოლამ“ 18 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა იეროგლიფი „ან“, რაც, კონტექსტის მიხედვით, ნიშნავს როგორც „იაფფასიანს“, ისე „უსაფრთხოს“. მესამე ადგილზე გავიდა იეროგლიფი, რომელიც ორგვარად იკითხება − „ჰაკუ“ ან „რაკუ“ და ნიშნავს „მსუბუქს, მხიარულს“.
გასული წლის სიმბოლო–იეროგლიფი იყო „კინ“, რაც ქართულად „ოქროს“ ნიშნავს. ის ტოკიოს ოლიმპიადაზე იაპონიის ნაკრების მიერ მოპოვებული ოქროს მედლების რეკორდული რაოდენობის აღსანიშნავად აირჩიეს.
ყველა ახალი ამბავი
0