მოსაზრება: საფრანგეთი სწრაფად ერწყმის „მესამე სამყაროს“ რიგებს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
ევროპამ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ ზამთარმა კარზე მოუკაკუნა
მართალია, კონტინენტის დასავლეთი ნაწილი ამ სეზონის ათვლას 22 დეკემბრიდან იწყებს, მაგრამ ასეა თუ ისე, ნოემბრის ბოლოს უკვე საკმაოდ ცივა.
ამ სეზონზე, როგორც წესი, ინფექციური დაავადებები მწვავდება, ტონზილიტები, ოტიტები. დაავადებებს იწვევს ბაქტერიები, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვ., რომლებთან გამკლავებაც ცივილიზაციამ და მედიცინამ დიდი ხანია ისწავლა. ამისთვის მადლობა იმათ, ვინც ანტიბიოტიკები , კერძოდ, ყველაზე ცნობილი პენიცილინი აღმოაჩინა.
თუმცა საფრანგეთში უცებ გაირკვა, რომ ქვეყანა უბრალო და იაფი ანტიბიოტიკის ამოქსიცილინის დეფიციტს განიცდის.
როგორც აღმოჩნდა, დეფიციტური პრეპარატების სია 28 გვერდს შეადგენს.
საფრანგეთში სიტუაცია მონათლეს, როგორც „მოწოდების სირთულეებთან დაკავშირებული“ (les tensions d’approvisionnement).
ნაციონალური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა იმდენხანს არწმუნებდა მოსახლეობას, რომ არავითარი სხვა გლობალიზმი, გარდა „ბედნიერი გლობალიზმისა“ არ არსებობდა, რომ შედეგად შემდეგი რამ მოხდა: მთელი ევროკავშირის ყველა სამკურნალო პრეპარატის დაახლოებით 85 % აზიის ქვეყნებშია გატანილი. ძირითადად, ინდოეთსა და ჩინეთში.
გატანილია, ვინაიდან ბიგფარმას მართავენ არა უგუნურები, არამედ ჭკვიანი ადამიანები, რომლებმაც დათვალეს, რა მოგებას ნახავდნენ მეტად იაფი წარმოებით (ევროკავშირთან შედარებით) და მათი მოქმედება მწვანე მრეწველობის დღის წესრიგსაც მოერგო.
ფარმაცევტული ქარხნები და ფაბრიკები ტოვებენ ბევრ ნარჩენს. რა საჭიროა ამ ნარჩენების უტილიზაცია ძვირიან ევროპაში?
მაგრამ არც ენერგომატარებლების კრიზისი უნდა დავივიწყოთ, რომელიც „ბედნიერი გლობალიზაციის“ შემთხვევაშიც უაღრესად გლობალურია. ის აზიაში გადაბარგებულ ფარმაცევტულ წარმოებასაც კი შეეხო. წამლების დამზადების ტემპები შენელდა.
ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია ექიმები, რომლებიც პაციენტებს წამლებს, კერძოდ, ანტიბიოტიებს უწერენ.
რა შეიძლება გაკეთდეს? მედიკამენტები გამოიწეროს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
მოსახლეობას კი ავად არ უნდა გახდეს და, რაც მთავარია, სიცხემ არ უნდა აუწიოს, რადგან სიცხის დამწევი პრეპარატებიც დეფიციტურია.
საფრანგეთს - ოდესღაც აბსოლუტურად და ასი პროცენტით სუვერენულ ქვეყანას ელექტრობის გამომუშავების საქმეში - დღეს ელექტრობა შემოაქვს წელიწადში 213 დღე. წუხს „ფიგარო“.
ამასობაში „მონდის“ მტკიცებით, ზამთარში დენის გათიშვის ალბათობა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს და რომ თუ ადრე პიარის სპეციალისტები ოფიციალურ პირებს ურჩევდნენ, გამოეყენებინათ გამოთქმა „ქსელური ძაბვის შემცირება“, დღეს იმავე პირებს მოუწოდებენ სიმართლეს თვალი გაუსწორონ.
ნოემბრის დასაწყისში Bloomberg აღნიშნავდა: „არ ღირს საფრანგეთის ენერგეტიკული მდგომარეობის დაბრალება პუტინისთვის. ეს გოლი ფრანგებმა საკუთარ კარში თავად გაიტანეს“.
მიუხედავად თხოვნისა და მოთხოვნისა, დაეჩქარებინათ პროფილაქტიკის მიზნით გაჩერებული რეაქტორების ექსპლუატაცია, ისინი, ვინც ამ ობიექტების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, პასუხობდნენ, რომ არ შეუძლიათ და არ აპირებენ მოქმედი წესების დარღვევას და რეაქტორებს მაშინ ჩართავდნენ, როდესაც ისინი მზად იქნებოდა მუშაობისთვის.
თუ ზამთარი ცივი იქნება, ბევრი საინტერესო რამ მოხდება. სიცივეში გაყინულ ბინაში სიცხით და უწამლოდ ყოფნა - არის პერსპექტივა, რომელიც ადრე მესამე სამყაროს ქვეყნებს ახასიათებდა.
ამ მესამე სამყაროში პლანეტის ოდესღაც უძლიერესი ქვეყნები და თვით ოქროს ნახევარი მილიარდი ძალიან სწრაფად გადავიდა - სპრინტერის სისწრაფით გაირბინეს. ხოლო რა დრო დასჭირდება უკან კიბით დაბრუნებას, კაცმა არ იცის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0