მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიის მუზეუმიდან მილიონობით ევროს უძველესი საგანძური მოიპარეს

CC BY-SA 2.0 / Alex / The Lure Of Goldმანხინგის მუზეუმის კელტური საგანძური
მანხინგის მუზეუმის კელტური საგანძური - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. უცნობმა მძარცველებმა ბავარიის ქალაქ მანხინგის კელტურ-რომაული მუზეუმიდან ყველაზე ძვირფასი ექსპონატი — 483 ოქროს მონეტა მოიპარეს, რომელთა ღირებულება მრავალ მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პოლიციის ცნობით, საუბარია კელტური წარმოშობის ყველაზე დიდ ოქროს საგანძურზე, რომელიც მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს. მონეტები, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 4 კგ იყო, 1999 წელს აღმოაჩინეს ე.წ. მანხინგის ოპიდას — რომის იმპერიის პერიოდის კელტური ციხე-ქალაქის გათხრებისას.

„კელტური საგანძურის დაკარგვა კატასტროფაა. ეს ოქროს მონეტები, რომლებიც ჩვენი ისტორიის მტკიცებულებაა, შეუცვლელია“, – განაცხადა ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა მარკუს ბლუმმა.

როგორც გამოცემა წერს, მანხინგის ოპიდაში გათხრებმა კრიმინალური სამყაროს ყურადღება ადრევე მიიპყრო. მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში უცნობმა „შავმა არქეოლოგებმა“ მის ტერიტორიაზე 140 უკანონო გათხრა განახორციელეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ისინი კელტური პერიოდის ობიექტებს ეძებდნენ ნიადაგური ზონდების გამოყენებით იმ დროს, როდესაც ნამდვილ არქეოლოგებს დასვენების დღეები ჰქონდათ. შეძლეს თუ არა მათ რაიმეს პოვნა და წაღება, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მანადე მძარცველებმა არაერთხელ მოახერხეს გერმანიაში ყველაზე ძვირფასი სამუზეუმო ექსპონატების მოპარვა. 2019 წელს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმიდან, დრეზდენში მდებარე Green Vault-დან ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ანტიკური ხელოვნების ნიმუშები და სამკაულები მოიპარეს. მართალია, გამოძიებამ 2022 წლის იანვარში საქმეზე ექვსი ბრალდებულის მიმართ აღძრა საქმე, მაგრამ ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი აქამდე არავინ იცის.
2017 წლის მარტში ბერლინის ბოდეს მუზეუმიდან 100 კილოგრამიანი ოქროს მონეტა „დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი“ მოიპარეს, რომელზეც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის გამოსახულება იყო დატანილი. მონეტა 3,75 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დამნაშავეები საბოლოოდ კი დააკავეს, მაგრამ თავად მონეტა ვერ იპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0