ზუგდიდში მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
დაკავებულია 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში გუშინ, 20 ნოემბერს არასრულწლოვნის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
დაკავებულია ასევე არასწრულწლოვანი, 2005 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0