მოსაზრება: საკონტაქტო ჯგუფის სხდომა უკრაინის საკითხზე

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
პენტაგონში აცნობიერებენ რუსეთის სტრატეგიულ უპირატესობას უკრაინაში. თუმცა აშშ უარს ვერ ამბობს ევროკავშირის რესურსებზე, რომელთა ნაკადს თეთრი სახლი ცინიკურად „არეგულირებს“ შეიარაღებული კონფლიქტით აღმოსავლეთ ევროპაში. ომი „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ამერიკელებისთვის ეკონომიკურად ხელსაყრელია.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 16 ოქტომბერს ონლაინ-რეჟიმში ჩაატარა საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე სხდომა უკრაინის საკითხზე. ორმოცდაათამდე სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის ამოცანას წარმოადგენდა აშშ-სთვის სამხედრო-პოლიტიკური ხარჯის მინიმუმამდე შემცირება და პროამერიკული სამყაროს სურათის ჩამოყალიბება. ამერიკელებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 18 მილიარდ დოლარზე მეტი დაახარჯეს.
ოსტინის აზრით, უკრაინისთვის ამას წინათ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS (Norwegian Advanced Surface to Air Missile System) უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება, მოიგერიონ რუსული თვითმფრინავების, რაკეტებისა და უპილოტო აპარატების თავდასხმა. თუმცა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ზედიზედ მესამე დღეა არ ცხრება საჰაერო განგაში, რუსული ჯარი მეთოდურად ანადგურებს სამხედრო მართვის უკრაინულ სისტემას და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებს.
შვედეთის მთავრობამ ოთხჯერ გაზარდა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი, თუმცა რეალურად გამოვიდა მხოლოდ 287 მლნ დოლარი. იტალიამ დროებით შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. დიდმა ბრიტანეთმა 2023 წლისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების 19 ათასი სპეციალისტის მომზადება იტვირთა, თუმცა ბრიტანელი „მასწავლებლების“ პროფესიონალიზმი, რომლებიც გასული წლის აგვისტოში სამარცხვინოდ გამოიქცნენ ავღანეთიდან ქვეყნის 20-წლიანი ოკუპაციის შემდეგ, ეჭვს იწვევს.
შეხვედრის ფინალი გააუფერულა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის მარკ მილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ უკრაინის სამხედრო გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელია, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებს რუსული ჯარის განდევნას უკრაინიდან. ამ პრინციპულ პოზიციას მილი პირველად არ გამოხატავს. კიევი კი მასზე მეტად მტკივნეულად რეაგირებს.
დასავლეთში არავინ აპირებს უკრაინისთვის ან მის ნაცვლად ბრძოლას. ევროპელები და ამერიკელები არ აპირებენ უკრაინული პრობლემებისთვის დიდხანს წვალებას.
ამერიკული ანალიტიკური კორპორაცია RAND 2022 წლის იანვარში გამოდიოდა აშშ-ის ეკონომიკის გერმანიის დასუსტების ხარჯზე გადარჩენის წინადადებით: „ევროპიდან აშშ-ში რესურსების ნაკადის გაზრდა მოსალოდნელია, თუ გერმანიაში დაიწყება კონტროლირებადი ეკონომიკური კრიზისი. ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების ტემპი თითქმის უალტერნატივოდ არის დამოკიდებული გერმანულ ეკონომიკაზე, ეს უკანასკნელი კი - რუსულ რესურსებზე“.
რუსულ ენერგომატარებლებზე გერმანიის უარის ერთადერთი გარანტია - არის კონფლიქტი უკრაინაში. კიევში ჯერ ვერ ხვდებიან, სამყაროს გარდაქმნის რა მკაცრ რეალობაში მოხვდნენ და თავიანთი ქვეყნის მიმართ ამერიკელებისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვენ. ნატოში იზრდება უკრაინის პრეზიდენტის ტყუილით უკმაყოფილება პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით. ამერიკული ტელეარხი Fox News-ის წამყვანმა კენდის ოუენსმა აღნიშნა: „ვოლოდიმირ ზელენსკი - ბინძური მსახიობია, რომელმაც სცადა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება“.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მართვისა და ენერგეტიკის ობიექტებზე მასირებული შეტევის ფონზე კიევი დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს ელექტრომომარაგების პრობლემაზე, რომელიც ართულებს ვითარებას ბრძოლის ველზე. თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 37,7 მლრდ დოლარი მოსთხოვა. ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში წამოაყენეს კიევისთვის სამხედრო დახმარების შენარჩუნებისა და ეკონომიკური დახმარების შემცირების წინადადება.
„კომპრომისი“ სავსებით რეალისტურია. უკრაინული „შავი ხვრელი“ ხელს არ უწყობს ამერიკის თავდაცვისუნარიანობის სფეროში ფინანსური-სამეურნეო წესრიგის დამყარებას. ნატოს ევროპული ქვეყნებიც შეშფოთებული არიან თავიანთი არსენალების დაცარიელებით. შეიარაღების მარაგის შესავსებად დასავლეთს წლები დასჭირდება.
მეორე მხრივ, უცხოელი ექსპერტები საუბრობენ უახლესი რუსული შეიარაღების წარმოების ზრდაზე.
დიდია ალბათობა, რომ ევროპული „მარშალის გეგმა უკრაინისთვის“, რომლის ღირებულებაც 600 მლრდ დოლარია, დარჩება სტატიად გერმანულ გაზეთში Frankfurter Allgemeine.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0