მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიის გამოთვლით, ჩრდილოკორეულ რაკეტას აშშ-მდე მიღწევა შეეძლო

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას 15.000 კილომეტრის გაფრენა და აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეეძლო ჩვეულებრივი ტრაექტორიით გაშვების შემთხვევაში, განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაძუ ჰამადამ.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაანალიზებთ დეტალებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ფრენა 69 წუთს გაგრძელდა. თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს გაშვებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორიას გამოვთვლით, ფრენის დიაპაზონი შეიძლება 15 ათას კილომეტრს აღემატებოდეს. ასეთ შემთხვევაში [ფრენის სიშორე] შეერთებული შტატების ტერიტორიას მოიცავს“, — განმარტა მინისტრმა.

მანამდე იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ განაცხადა, რომ ჩრდილოკორეული რაკეტის ფრენის დიაპაზონი 1.000 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე 6.000 კილომეტრი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტა კონსოლური ტრაექტორიით დაფრინავდა. ასეთი ტრაექტორია ნიშნავს რაკეტის უფრო ვერტიკალურ გაშვებას, რაც ფრენის მანძილს ამცირებს.
ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით ადგილობრივი დროით 10:14 საათზე (თბილისის დროით 05:14 სთ) გაუშვა. რაკეტა 11:23 საათზე (თბილისის დროით 06:23 სთ) ჩამოვარდა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ჰოკაიდოს მახლობლად, კუნძულ ოშიმადან 200 კილომეტრში.
სულ წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ 34 გაშვება განახორციელა. ფხენიანის განცხადებით, მისი ყველა სამხედრო აქტივობა არის პასუხი სამხრეთ კორეის „პროვოკაციებზე“, რომელიც ბოლო დროს აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს — როგორც დამოუკიდებლად, ისე შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0