ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება

© Departmentof Tourismand Resorts of Adjaraფესტივალი „განდაგანა“
ფესტივალი „განდაგანა“  - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი თავის უნიკალურ პროდუქციას, ხელოვნების ნიმუშებს, ტრადიციებსა და ფოლკლორს წარმოადგენს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მრავალი გასტრონომიული და გასართობი ღონისძიებით ბათუმის ევროპის მოედანზე 20 ნოემბერს გაიმართება.

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი.

დღესასწაულის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერ-კლასებში, ჩურჩხელის მომზადების პროცესში და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ორგანიზებული იქნება კულინარიული კონკურსი, სადაც გუნდები რამდენიმე მივიწყებულ კერძს მოამზადებენ გზამკვლევიდან ,,კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“.
წელს პირველად სტუმრებისთვის გასართობი თამაშის სახით გაცოცხლდება უძველესი საწესჩვეულებო რიტუალი „ფადიკო“, რომელიც ხალხური დღესასწაულის ბერიკაობის აჭარული ნაირსახეობაა. წარმოდგენა ქალაქის ქუჩებში დაიწყება და ერას მოედანზე დასრულდება, აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.
ფესტივალი 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0