საქართველო ესპანეთიდან ტურისტების მოზიდვას ცდილობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას ამზადებენ.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემის Me voy a comer el mundo ჟურნალისტებს მასპინძლობს.
უწყების ცნობით, პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც სამი სატელევიზიო არხით - Canal Cocina, Selekt, El Gourmet ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.

„50-წუთიან სატელევიზიო გადაცემაში მილიონობით მაყურებელი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ქართულ კულტურასა და სამზარეულოს გაეცნობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პრეს-ტურის ფარგლებში ესპანური ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა და წალკის რაიონში მდებარე დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს.
BLOOMBERG-ი ბათუმის შესახებ სიუჟეტს ავრცელებს>>
პრეს-ტურის მიზანი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0