სვანეთში რთულ მდგომარეობაში მყოფი უნიკალური კოშკები აღადგინეს

© photo: Sputnik / Stringerსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
ზემო სვანეთში დაახლოებით ასი კოშკია აღრიცხული, რომელთა უმეტესობა ამ დროისათვის აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უშგულის თემში კიდევ ექვსი ისტორიული კოშკი აღადგინა, ნათქვამის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
უნიკალურობის გამო სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. დღეისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით 100-ს აღწევს.
სამინისტროს ცნობით, აღადგინეს მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში რთულ მდგომარეობაში მყოფი სვანური კოშკები: სოფელ მურყმელში – ემზარ კაკრიაშვილისა და თამარ ღვაჩლიანის, სოფელ ჟიბიანში – ზამირ რატიანისა და შურა ნიჟარაძის, ხოლო სოფელ ჩაჟაშში – მარინე და მურმან ნიჟარაძეების კოშკები.
სამუშაოები ჩაუტარდა კოშკების კედლებს, გაკეთდა გადახურვისთვის საჭირო ხის კონსტრუქციები, შეიფიცრა სახურავი, შესაძლებელი გახდა ხის მასალის ცეცხლდაცვა, ჰიდროიზოლაცია, სახურავის ფიქლით დაფარვა, გაკეთდა სართულშორისი გადახურვები.
სამუშაოების ღირებულებამ სულ 324.281 ლარი შეადგინა.
უშგულის თემში კოშკების აღდგენის აუცილებლობის შესახებ 2021 წლის ივლისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მუშაობა იმავე წელს დაიწყო. მაშინ რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამი კოშკის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0