სამხრეთაფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

© courtesy of the Georgian National Tourism Administration სამხრეთაფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს სტუმრობენ
სამხრეთაფრიკელი ტურ-ოპერატორები საქართველოს სტუმრობენ - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2022
გამოწერა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტურ-ოპერატორებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო და მათ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნო, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ტურის ფარგლებში სამხრეთაფრიკელი ტურ-ოპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ და ადგილობრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებისთვის კულინარიული მასტერ-კლასი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
გარდა ამისა, ტურიზმის ადმინისტრაციამ ინფო-ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს ტურისტული მიმართულებების პრეზენტაცია გამართა.
სამხრეთაფრიკელი ტურ-ოპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.
ყველა ახალი ამბავი
0