საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს 73 წლის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დილარ კუპატაძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
დაკავებულის ვინაობა და ფოტოები ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქალაქ დრამის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, სადაც იგი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე დაზარალებულია.
საქართველოს მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. მას არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური და გარყვნილი ქმედებები ედება ბრალად.
სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარასაც, რადგან დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0