საქართველოში ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა ბავშვების 28%-ს აწუხებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შენობა ჟენევაში
ჯანმოს შენობა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2022
გამოწერა
ამჟამად ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აქვს ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა ბავშვების 28 პროცენტს აქვს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის საშუალო მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დასკვნაში.

როგორც ჯანმოს კვლევაშია მითითებული, სიმსუქნისა და ჭარბი წონის მაჩვენებელი ევროპის რეგიონში კვლავ მაღალია და 29%-ს აღწევს. ამ პრობლემის გამო ბავშვებში იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სიმსივნის წარმოშობის რისკები.

ამ დროისათვის ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აქვს ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის პრობლემა. და ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში იზრდება.
ჯანმოს დასკვნა ევროპის რეგიონის 33 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს. ეს მონაცემები 2018-2020 წლებში შეგროვდა. კვლევაში 6-9 წლის 411 ათასი ბავშვი მონაწილეობდა.
კვლევის მიხედვით, ზედმეტი წონა უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%).

„ანგარიში აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად“, – განაცხადა ჯანმოს სპეციალისტმა, დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინგემ.

მისი თქმით, სწრაფად უნდა მოხდეს ეფექტური პოლიტიკის შემუშავება ბავშვთა სიმსუქნესთან ბრძოლისთვის, რომელიც განსაკუთრებით საშიშია კორონავირუსის პანდემიის ფონზე.
როგორც ვიკრამასინგემ აღნიშნა, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ტაჯიკეთში ეს მაჩვენებელი 6%-ს აღწევს, ხოლო კვიპროსზე – 43%-ს. რაც შეეხება ფიზიკურ აქტიურობასა და საკვებთან დაკავშირებულ ჩვევებს, ევროპის რეგიონში ბავშვების 87% სუფთა ჰაერზე თამაშობს ერთი საათის განმავლობაში. აქედან ხილს იღებს 43%, ხოლო ბოსტნეულს – 34%.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0