მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპი „ძალიან მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი − Sputnik. ოჰაიოში ორშაბათს გამართულ მიტინგზე აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მალე „ძალიან მნიშვნელოვან“ განცხადებას გააკეთებს.
ყოფილი პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა კონგრესის შუალედურ არჩევნებში მონაწილე რესპუბლიკელების მხარდამჭერ მიტინგზე.

„იმისათვის, რომ ხვალინდელი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნებისგან ყურადღება არ გადავიტანო... ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას 15 ნოემბერს გავაკეთებ ფლორიდაში“, − თქვა მან.

ამასთან მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი ბრალდებები და აღნიშნა, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, შემდეგ კი ჯო ბაიდენიც გააკრიტიკა, დემოკრატების პოლიტიკაც და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც. ეს უკანასკნელი ტრამპმა სალანძღავი სიტყვითაც კი მოიხსენია.
მანამდე CNN სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი „აქტიურად განიხილავს“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ვარიანტს მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა აიოვაში გამართულ მიტინგზე გამოაცხადა, რომ „ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით“ კიდევ ერთხელ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, და მოუწოდა მხარდამჭერებს, მოემზადონ ამისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0