საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების მოსმენა დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
სახალხო დამცველი გახდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინიმუმ 90 ხმას.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე ყველა კანდიდატურას მოუსმინა და თავის დასკვნას უკვე ორშაბათს წარმოადგენს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
პარტიების მიერ წარდგენილი 19 კანდიდატიდან კომიტეტის წინაშე მხოლოდ 18 წარდგა. კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
„კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, ყველა კანდიდატს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატები:
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი
ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0